03:53 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 18:55:13, 1851 ნახვა

საზოგადოება
საბერძნეთში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა

საბერძნეთში, ქალაქ ჰერაკლიონში საერთაშორისო კონფერენციაზე „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ (ICENS) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევისა და თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურების წარმომადგენლების სამეცნიერო ნაშრომი „საქართველოს ტყეების იშვიათი სახეობების წყავმაზას (Osmanthus decorus Boiss. & Balansa)  ჰაბიტატის შესწავლა“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „კოლხეთის ტყის  გენეტიკური  რესურსების  შესწავლა  და დაცვა“ ფარგლებში მომზადდა. 

საერთაშორისო კონფერენცია „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ მეცნიერებსა და  სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან საშუალებას აძლევს,  მიმდინარე კვლევითი საქმიანობის  შესახებ ნაშრომები მეწარმეებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნონ.

აღნიშნული კონფერენცია კარგი საშუალებაა დელეგატებმა მოსაზრებები და გამოცდილება გაცვალონ,  ბიზნესწრეებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სამომავალი თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრონ.

კონფერენცია „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ (ICENS) ინჟინერთა და მკვლევართა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIER) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა სხავადასხვა ქვეყნის დელეგატებმა მიიღეს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics