|
2017-10-19 17:23:50, 1812 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველ ტურში
„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველ ტურში“,-ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და დიპლომატიურ კორპუს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამიტომ, თალაკვაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქისრონ: „თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება, სადაც მან შეაფასა წინასაარჩევნო გარემო როგორც თავისუფალი და თანაბარი. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეც იქნება ძალიან მშვიდი, თავისუფალი და კონკურენტული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველ ტურში და ამისათვის საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)