|
2015-05-02 09:34:55, 394 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: თუ დაუმტკიცებელი მინიტრებიც მინისტრები ყოფილან, რა სირთულეა პროცესის ერთი კვირით გადადება
„თუ დაუმტკიცებელი მინისტრებიც მინისტრები ყოფილან, რა სირთულეა პროცესის ერთი კვირით გადადება“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია მთავრობას რა სირთულე შეიძლება შეუქმნას მისმა გადაყვეტილებამ. „როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააკეთეს განცხადება და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ისინი არიან მინისტრები და ასრულებენ მინისტრების ფუნქციას. მეტიც, თუ დაუმტკიცებელი მინისტრებიც თურმე მინისტრები ყოფილან, რა სირთულეს წარმოადგენს პროცესის ერთი კვირით გადადება? – მესმის, რომ ხანდახან ადამიანს გინდა დააბრალო ის, რაც თვითონაც იცი, რომ სიმართლე არ არის, მაგრამ რა საჭიროა იმის მოგონება, რომ თურმე რიგის სამიტის წინ რაღაც პრობლემა მოხდა?! - ვხედავთ, რომ ჩვენი მთავრობის პატივცემული მინისტრები არიან მინისტრები, ასრულებენ მოვალეობას და მათ არანაირი ხელის შეშლა არ აქვთ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. ყველა მინისტრი არის ლეგიტიმური, ყველა მინისტრი ასრულებს თავის ვალდებულებას“,-აღნიშნა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)