|
2017-10-19 14:10:30, 1865 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: რუსეთი არის ბაზარი, სადაც ქართულ ღვინოს ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთი არის ბაზარი, სადაც ქართულ ღვინოს ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს. დავითაშვილის თქმით, თუ ამ პროდუქტის ხარისხი მაღალი იქნება, წარმატებით გაიყიდება. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა გაიზარდა. „ეს არის ძალიან კონკურენტული ბაზარი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არსებობს შეზღუდვა ევროკავშირიდან, ალკოჰოლური სასმელები არ შეზღუდულა, აქ შედის ყველა ევროპული მწარმოებლის ღვინო და ასეთ კონკურენტულ გარემოში ქართული ღვინო წარმატებულია. თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ დივერსიფიკაციის კუთხით არ ვმუშაობთ, ან შედეგი არ გვაქვს. ორივე გვაქვს. ფაქტობრივად, ყოველ წელს ვაორმაგებთ ექსპორტს ჩინეთის მიმართულებით, რომელიც აბსოლუტურად ახალი ბაზარია. ამ ფონზე, ერთის მხრივ, შევქმენით საქართველოს ცნობადობა, რაც წინაპირობაა შემდეგ პროდუქტის ცნობადობის შექმნის, რაც ასევე წინაპირობაა, რომ საქართველოდან ღვინის გაყიდვა შევძლოთ ზოგადად ბაზარზე. ესეც კონკურენტული ბაზარია. დღევანდელი მონაცემებით საქართველო პირველ 11 იმპორტიორ ქვეყანაშია. ათეულში ალბათ წლის ბოლომდე ვიქნებით. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩინეთის მიმართულებით. ამას წელს დაემატა იაპონია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ასევე არის ძალიან პერსპექტიული, სტაბილური, მაღალფასიანი და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული ბაზარი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იაპონიაში ვიქნებით წარმატებულები, რადგან ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. კარგი მარკეტინგული გეგმაც გვაქვს. ასევე აშშ, სადაც საკმაოდ ორიგინალურ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ღვინის ბაზარზე ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს თავი. აქ ჩვენ ზრდის საკმაოდ დიდი ტენდენცია გვაქვს. თუმცა, ქართული ღვინის მიმართ აღქმა რადიკალურად შესაცვლელია. ასე რომ, სამი ახალი მიმართულები იქნება საკმაოდ დიდი ალტერნატივა უკვე ტრადიციული ბაზრებისთვის”,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)