00:27 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 13:27:22, 1830 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: თუ ადამიანები დავირაზმებით, მანდარინის მოსავალს სრულად გადავარჩენთ

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მანდარინის და თხილის მოსავალი მთლიანად განადგურდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

პირიქით, მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ წელს მანდარინის კარგ მოსავალს მიიღებენ:

„მანდარინის  მოსავალი ბოლომდე დაბინავებული არ გვაქვს. ეს თემა, რომელიც სუფთა სასოფლო-სამეურნეო თემაა, ძალიან მტკივნეულია ფერმერებისთვის და  ჩვენთვის, ამ დარგის წარმომადგენლებისთვის.  სირთულე არც ფერმერების და არც ჩვენი ბრალია. ეს გამოწვეულია იმ ფაქტორით, რა ფაქტორითაც გაჩნდა  მავნებელი საქართველოში. ამ დროს საუბარი იმაზე, რომ მანდარინის მოსავალი სრულად განადგურდა და ა.შ. როგორც თხილი „განადგურდა“, ასე არ გავქვს მანდარინის  მოსავალი, ეს არის ცრუ ინფორმაციები. ვერც  ვიგებ საიდან ვრცელდება. მანდარინის ძირითადი მოსავალი გვაქვს  აჭარაში, სადაც ღონისძიებები ეფექტიანად ტარდება. საქართველოს დანარჩენ ნაწილში არის მცირე დაზიანებები, თუმცა ყველაფერი  არ უკავშირდება ფაროსანას და დაზიანებების 100%-იანი აცილება შეიძლება,  თუ მოსახლეობა გამოიყენებს იმ საწამლ საშუალებებს, რომელიც ჩვენ  გადავეცით მათ უკვე სექტემბერში. თუ ადამიანები  დავირაზმებით, მანდარინის მოსავალს სრულად გადავარჩენთ. მოლოდინია, რომ მანდარინის სეზონი ძალიან კარგი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics