01:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 12:54:09, 1739 ნახვა

კომენტარი
კანდელაკი: „ქართულ ოცნებას“ ახალქალაქში მაჟორიტარ კანდიდატებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს დასახელებული

„ევროპული საქართველო“ მმართველ პარტიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და დოკუმენტს ასაჯაროვებს.

როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ახალქალაქში მაჟორიტარ კანდიდატებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს დასახელებული.

,,საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ სამი მაჟორიტარი კანდიდატი კარაპეტ პალოიანი, ედუარდ ელიაზიანი და ედიკ ბერიკიანი მალავს იმ ფაქტს, რომ მათ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. რა თქმა უნდა საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, რომ მათ მიანიჭოს გამონაკლისის წესით საქართველოს მოქალაქეობა ხელახლა, მაგრამ ასევე ყველას კარგად მოეხსენება, რომ როცა დამიანი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იგი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. სამივე ამ კანდიდატს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააყენა მაჟორიტარად, დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, რომ მოახდინოს უსწრაფესი რეაგირება და სამივე ეს კანდიდატი მოიხსნას არჩევნებიდან“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics