|
2017-10-19 11:27:48, 1928 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, არავის მისცენ საბაბი, რომ სახელმწიფო რესურსის გამოყენების შესახებ ისაუბრონ. ამასთან, პრემიერი მიმართავს „ქართული ოცნების“ მომხრეებს, პატივი სცენ განსხვავებულ აზრს, რადგან მისივე განმარტებით, მათი სიძლიერე სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაშია: „ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია სწორედ ის დიდი განსხვავება და ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს და მის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. მე მჯერა რომ მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის, ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)