|
2017-10-18 19:45:10, 2022 ნახვა
საზოგადოება
თამარ ჟვანია დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს. თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. „ეს არის ის ღონისძიებები და საქმიანობები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ანგარიშს წარვუდგენთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის, საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ჩართულობა, მონაწილეობა და ჩვენი მხრიდან მათთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესებისთვის. წელს ბევრი ინოვაცია დაინერგა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათ შორის ადამიანის უფლებების უკეთ რეალიზების თვალსაზრისით. ვგულისხმობ შშმ პირებს, ასევე ამომრჩევლებს, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობენ. ასევე ჩვენ დავნერგეთ მნიშვნელოვანი სერვისები პოლიტიკური პარტიებისთვის - მათ წარმომადგენლების დანიშვნა უკვე ონლაინ სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით შეუძლიათ, და ეს საპილოტე პროექტი უკვე წარმატებულად მიმდინარეობს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია ემზადება არჩევნების პროფესიულ, გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამას ემსახურება, საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგვიდგენს შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელშიც აღწერილია ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული აქტივობები და საქმიანობები. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მხოლოდ მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ტექნიკური თვალსაზრისით ორგანიზებაში“,- განაცხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ. საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)