|
2017-10-18 18:18:15, 2107 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ევროპარლამენტის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, რაც ევროპარლამენტის იმ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერაში გამოიხატება, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტის მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში გამოიხატა, როგორიც არის იგივე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გასულ კვირას მიღებული რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით. „ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება რომელიც მიღებულ იქნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დიდი უმრავლესობით. ეს მოხსენება ასახავს ყველა იმ ხედვას, რომელიც უკავშირდება საქართველოს მომავალს, კონკრეტულ ინსტრუმენტებს, სექტორალურ თანამშრომლობას, ნაბიჯებს რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პრაქტიკულად ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს", - განაცხადა მინისტრმა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მხარდაჭერილი იქნება ევროპარლამენტის ნოემბრის სესიაზე, რადგან საქართველოს აქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოლოდინებზე. მისი განცხადებით ცალსახაა საქართველოს და იმ ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა, ვინც დაინტერესებულია მეტი ნაბიჯი გადადგას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მეტი ამბიცია, როგორც პოლიტიკური ასევე სექტორალური და ეკონომიკური ინტეგრაციის. ჩვენ ვართ წარმატებული ამ გზაზე და რა თქმა უნდა ევროპარლამენტის მხრიდან არსებული ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მეტის მიღწევას. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს - ეს აღიარებულია ასოცირების შეთანხმებით, სადაც ცალსახად ხაზგასმულია საქართველოს ევროპული არჩევანი და მისწრაფება. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, რომელსაც რეფორმების შედეგად აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და ყველანაირი პერსეპქტივა იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები სამომავლო მიზნისკენ, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც დაეხმარება ამ გზაზე წარმატების მისაღწევად"-განაცხადა მინისტრმა. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)