|
2017-10-18 15:15:42, 2071 ნახვა
კომენტარი
აუდიტის სამსახური: პარტიების შემოწირულობების სისტემატიური შემოწმება მიმდინარეობს
სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურა აზნაურაშვილის ინფორმაციით, პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების შესახებ სისტემატიური შემოწმება მიმდინარეობს. როგორც აზნაურაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გამოიკითხა 14 ფიზიკური პირი, ჯამში კი 31 პირის გამოკითხვაა დაგეგმილი. "სულ ჯამში 31 ფიზიკური პირის მიმართ გაჩნდა კითხვები. წარმოდგენილ პირთა უმრავლესობამ ეს კითხვები გააბათილეს. ჯერჯერობით რამდენიმე უმნიშვნელო დარღვევა ფიქსირდება, რომლებიც სასამართლოში გავგზავნეთ. ესენი შეეხება ინფორმაციის წარმოუდგენლობის საკითხებს, ძირითადად არის დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ინფორმაციის არ ასახვა დეკლარაციაში. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ მაქსიმალურად ავუხსნათ ყველა მონაწილე სუბიექტს, რა რეგულაციები არსებობს კანონმდებლობაში", - განაცხადა აუდიტის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)