|
2017-10-18 15:09:31, 1966 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო
ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი პიტერ ტასკერი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ექპერტი სისტემური რეგისტრაციის პროექტის ერთ-ერთ საპილოტე არეალში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში იმყოფებოდა. პიტერ ტასკერი საველე სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო. ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა სოფელ ჯიმითის საველე ოფისში მონაცემების დამუშავების პროცესიც გააცნეს. პაპუნა უგრეხელიძემ საგენტოს თანაშრომლებთან ერთად სოფელ ჯიმითში მცხოვრებ ჯიმშერ ბერიაშვილს მისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი წარუდგინა და რესგიტრაციის პროცესი დეტალურად განუმარტა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მოქალაქეებზე განაკერძოა, ასევე ჩატარდა რეფორმა 1992-199 წლებში, თუმცა, მიწის რეგისტრაციის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით და პროცესი სრულყოფილად ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი. „ახლა უკვე ჩვენ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროაქტიულად, ჩვენივე ძალებით მივაკითხავთ ჩვენს მოქალაქეებს, დავადგენთ მათი საკუთრების უფლებას, ავზომავთ მიწის ნაკვეთებს, მოვიყვანთ შესაბამისობაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან და სხვა მიმდებარე გეორგაფიულ ობიექტებთან. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ აღურიცხავი მიწის ნაკვეთი და დაურეგისტრირებელი საკუთრების უფლება. ამჯერად მივყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, პარალელურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში დაიწყება აზომვითი სამუშაოები, საკუთრების უფლების დადგენის პროცესი და საბოლოო შედეგი იქნება რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ეს ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს მათი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევას. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი სწორად და კარგად წარიმართოს", - განაცხადა პაპუნა უფრეხელიძემ. ჯიმითის მკვიდრმა ჯიმშერ ბერიაშვილმა მიმდინარე სამუშაოებისა და პროექტის გამო კმაყოფილება გამოთქვა. პიტერ ტასკერი სოფელ ჯიმითში საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2015-2018 წლების მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმებისშესრულების შეფასების მისიის ფარგლებში იმყოფებოდა.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)