|
2017-10-18 14:09:38, 2062 ნახვა
მსოფლიო
ალექსის ციპრასი: დონალდ ტრამპი ბოროტებად აღარ მიმაჩნია
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ბოროტებად" აღარ მიაჩნია, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. როგორც ციპრასმა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, მანამდე ტრამპის პოლიტიკა "ეშმაკისეულად" მიაჩნდა, თუმცა ამჟამად ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა სარგებელს მოიტანს. ამასთან, ამერიკელმა ჟურნალისტმა საბერძნეთის პრემიერს 2016 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც ციპრასმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი არჩევნებში არ გაიმარჯვებს: "იმედი მაქვს, ამ ბოროტებას არ ვიხილავთ". ამას ტრამპის კომენტარიც მოჰყვა: "ცუდია, რომ ამის შესახებ მანამდე არ ვიცოდი", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. "ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა და მათი ჩარევები მსოფლიო პოლიტიკაში ასევე დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. არც ერთი წამით არ მიგრძვნია, რომ მემუქრებიან. პირიქით, ვიგრძენი რომ ერთობლივი განვითარების პერსპექტივა გვაქვს. შეხვედრის შემდეგ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა ციპრასმა. ცნობისთვის, ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდის დროს საბერძნეთის მმართველი პარტია და თავად ალექსის ციპრასი ამერიკის იმპერიალიზმს და დონალდ ტრამპს აკრიტიკებდნენ. ამასთან, ციპრასი მხარს ტრამპის ოპონენტს დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონს უჭერდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ სიტუაცია შეიცვალა და ციპრასი დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილით გამოდიოდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)