04:33 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 11:25:09, 2234 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში აფეთქების შედეგად 7 სამართალდამცველი დაიღუპა

პაკისტანში, ქალაქ კვეტაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 7 სამართალდამცველი დაიღუპა, - ამის შესახებ Dawn იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც 35 პოლიციელი გადაჰყავდა, დანაღმულ გზაზე აფეთქდა. ინციდენტის შედეგად კიდევ 8 სამართალდამცველმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გადაკეტა. დამატებითი დეტალები უცნობია. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics