|
2017-10-18 11:21:01, 2131 ნახვა
სამართალი
შემოწირულებებთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე 31 პირია დაბარებული
ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე 31 პირია დაბარებული, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 - „ქართული ოცნების“. პირველ ეტაპზე დაბარებული 14 ფიზიკური პირის შემდგომ, დამატებით დაბარებულია 17 პირი, საიდანაც 9 პირი არის „ქართული ოცნების“, ხოლო 8 - „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია „ევროპული საქართველოს“ 10 და „ქართული ოცნების“ 4 შემომწირველი ფიზიკური პირი. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებმა 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ჯამში 12,998,651.16 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა კი - 92,168.00 ლარი მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)