|
2017-10-17 18:52:52, 1699 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია და ელგუჯა გვაზავა აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების დაკრძალვას დაესწრნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების პანაშვიდსა და დიღმის ძმათა სასაფლაოზე მათ დაკრძალვას დაესწრნენ. სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული 25 გმირიდან 20-ის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, მამია ალასანიას ნეშტი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლოდ დანარჩენი ოთხი სხვადასხვა ადგილზე დაკრძალეს. 24 წლის წინ სოხუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ნეშტების იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. დღესვე ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. პანაშვიდს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი 25 გმირი: 1. გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/სოხუმის მერი 2. ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზღვევო სამსახურის რეგიონული კურატორი 3. შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი 4. გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე 5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი 6. ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე) 7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა 9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი 11. ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 12. კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა) 13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი 14. სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 15. გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 16. აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი" 17. ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა 18. გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 19. ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 20. ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი 22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი 23. შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი 24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი 25. მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)