|
2015-05-01 17:18:20, 424 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: მთავრობის დამტკიცების 1 კვირით გადადება პრობლემებს ქმნის
ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების 1 კვირით გადადება პრობლემებს ქმნის. კერძოდ, როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ უწევთ განმარტებების გაკეთება უცხოელი კოლეგებისთვის, რომლებიც თბილისში დაგეგმილ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჩამოსვლას აპირებენ. მისივე თქმით, ერთ კვირაში საქართველოში რამდენიმე ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა. „ჩვენ დღეს სამუშაო რეჟიმში შევიკრიბეთ. მთავრობა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. იურისტებმაც გააკეთეს ამასთან დაკავშირებით განმარტებები, რომ არა მარტო ძველი მინისტრები, არამედ ახალ დანიშნული მინისტრებიც უფლებამოსილები არიან დაიწყონ მუშაობა. რაც შეეხება იმას, რომ დამტკიცება 1 კვირით გადაიდება, ეს ცხადია გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ჩვენ გვიწევს განმარტების გაკეთება ჩვენი კოლეგებისთვის, რომლებიც აპირებენ ჩამოვიდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომლის მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში და კავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა. იმედი მაქვს, გადაწყვეტილება მოკლე ვადებში იქნება მიღებული და ასეთი კითხვები მოიხსნება. უკვე დაახლოებით 1 კვირაში თბილისში ჩამოვა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, რომელიც შემდეგ სომხეთს ეწვევა და შემდეგ ისევ დაბრუნდება საქართველოში. ჩამოვა არაერთი ქვეყნის ძალიან მაღალი დონის დელეგაცია, 15–მდე ფინანსთა მინისტრი, ამავე რაოდენობის ეკონომიკის მინისტრი, რამდენიმე ქვეყნის ვიცე–პრემიერი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. ვფიქრობ, ამ ღონისძიებებს სათანადოდ უნდა დავხვდეთ. ეს ღონისძიება დათქმულ ვადებში ჩატარდება“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)