|
2017-10-17 14:05:20, 2068 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ქუთაისის პარლამენტში წყალი ჩამოდის, შესაბამისად საჭიროა შენობის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ქუთაისის სასახლის დაუყოვნებლივ რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბრობს. კობახიძის შეფასებით, ვითარება არასახარბიელოა. „ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია პარლამენტის ქუთაისის სასახლის შენობა, მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. წყალი ჩამოდის სამწუხაროდ შენობაში, შესაბამისად, საჭიროა დაუყოვნებლივ შენობის რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის, შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარკი, რომელიც პარლამენტის ქუთაისის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, მოსახლეობას მოემსახურება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არა მხოლოდ დეპუტატებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის, ეს პარკი, რომელიც გაკეთდება მიმდებარე ტერიტორიაზე, მოემსახურება ქუთაისის მოსახლეობას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, რეაბილიტაციას პარლამენტის თბილისის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელიც საჭიროებს. „პარლამენტის თბილისის სასახლეში არის ერთ-ერთი ფლიგელი, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. აქ მოეწყობა ახალი სივრცეები, მათ შორის, საკონფერენციო სივრცეები და კიდევ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს იმ ფლიგელში, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)