00:05 - 14 Aug, 2026
|
2017-10-17 12:15:55, 2099 ნახვა
კომენტარი
კობახიძე აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებზე: ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებთან ერთად, სამებაში, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 გმირს პატივი მიაგო. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ასეთმა ადამიანებმა მოუტანეს საქართველოს დღემდე დამოუკიდებლობა. „დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს. ჩვენ მივუსამძიმრეთ მათ ოჯახებს. ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების, ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ღირსება“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)