03:33 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 10:41:31, 1770 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის საპოლიციო ძალების გადამზადების სკოლის დირექტორი, ფინანსური გვარდიის დივიზიის გენერალი - ჯენარო ვეკიონე  და ნეტუნოს ინსპექტორთა ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო პოლიციის გენერალი - ჯოვანი ბუსაკა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.

შალვა ხუციშვილმა სტუმრებს შსს-ს აკადემიის რეგიონული ტრენინგცენტრის პროექტი გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის ტრანსნაციონალური მიმართულებით  ორგანიზებულ საერთაშორისო ტრენინგს საქართველოს შსს-ს აკადემია უმასპინძლებს.

მხარეები საქართველოსა და იტალიის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებას, დანაშაულის პრევენციას და მაღალკვალიფიური კადრების მომზადებას.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შსს-ს აკადემიის რექტორს, გივი მიქანაძეს და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ.  იტალიელმა სტუმრებმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, შსს-ს აკადემია, კრიმინალური პოლიციის და „112“-ის დეპარტამენტები დაათვალიერეს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics