|
2017-10-16 15:59:58, 2360 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შრომის ინსპექტირების აქტები დახურული აღარ იქნება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა EMC-ის და ა(ა)იპ „ერთობა 2013“-ის ერთობლივი სარჩელი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებულ ანგარიშებს/დასკვნებს და რეკომენდაციებს არასაჯარო ინფორმაციად აცხადებდა. „მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დახურულობის წესის გაუქმება გულისხმობს ინსპექტირების შედეგების, დასაქმებული პირების სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან შრომით პირობებზე სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დასაქმებულებისა და მესამე პირებისათვის. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში EMC საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას საერთო სასამართლოში წარმოებული დავის ფარგლებში ცდილობდა. საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეების არგუმენტს და სადავო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილებით უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურად მიიჩნია. ამ შემთხვევაშიც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილი ფორმალური კრიტერიუმის საწინააღმდეგოდ, განსაზღვრული იყო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - მთავრობის დადგენილებით და არა კანონით. სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა მითითებულ საქმეში განვითარებული მსჯელობის გამო დადგენილად მიიჩნია და ინსპექტირების აქტების დახურულობის სადავო წესი ძალადაკარგულად საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოაცხადა“,-ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)