|
2015-05-01 15:37:46, 454 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ პრეზიდენტისათვის მიცემული დავალება კონსტიტუციის შეურაცხყოფაა
„პრემიერ-მინისტრის დავალება, რომელიც მან პრეზიდენტს მისცა, რომ 1 დღის განმავლობაში დაემთავრებინა მასაც და პარლამენტსაც კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები, კონსტიტუციის შეურაცხყოფაა“, - ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების კომენტირებისას განაცხადა. ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა დამაჯერებლად ახსნა მის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ერთი კვირით გადადების გადაწყვეტილება. „მინისტრობის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა არანაირ კავშირში არაა პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად ახსნა, რატომ იყო აუცილებელი, რომ მთავრობა დამშვიდებულიყო და უფრო გონივრულ ვადაში მიეწოდებინა არამხოლოდ სახელები და გვარები, არამედ კანდიდატების მიერ უკვე ნაფიქრი გეგმები. პრემიერ-მინისტრის დავალება, რომელიც მან პრეზიდენტს მისცა, რომ 1 დღის განმავლობაში დაემთავრებინა მასაც და პარლამენტსაც კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები, კონსტიტუციის შეურაცხყოფაა. ეს იყო შეურაცხყოფა არა პრეზიდენტის, არამედ კონსტიტუციისა, რისი უპირველესი დამცველიც უნდა იყოს და საბედნიეროდ არის კიდეც ბატონი პრეზიდენტი“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის შეფასებითვე, სამთავრობო ცვლილებების სწრაფად დასრულების აუცილებლობის შესახებ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები არადამაჯერებელია. „ის რომ საქართველოში მაისში EBRD-ის ღონისძიება უნდა ჩატარდეს და ამის გამო ასე სწრაფად უნდა ყოფილიყო ცვლილებები გატარებული, არადამაჯერებელი არგუმენტია. ეკონომიკური გუნდის მინისტრებს არ შექმნიათ საფრთხე და ვინ იქნებოდა სპორტის მინისტრი აქ ჩამოსული ბიზნესმენებისთვის, არამგონია უპირველესი ინტერესის საგანი იყოს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სამი მინისტრის გადადგომის შესახებ დასახელებული მიზეზი დაიჯერა, ძალიან ცდება. ისევე როგორც ძნელად დასაჯერებელია, რომ თანამდებობიდან სამივე მინისტრის გაპარვა ჩვენს პრემიერ-მინისტრს სინანულის განცდას გვრიდეს. ამიტომ ძალიან ხელოვნური პროცესი წარმოიშვა. როცა მინისტრი ძილის წინ ამბობს, არ გადავდგებიო და გამთენიისას ამბობს, გადავდექიო, ნამდვილად დასანანია, რომ უკვე გამოცდილება მიღებულ კადრებს აღარ ეძლევა საშუალება, სამუშაოს გაგრძელებისა. იმ პირობებში, როდესაც არანაირი კონკრეტული უმაყოფილება პრემიერ-მინისტრს მის მიმართ არ გააჩნდა“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა. მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა სამთავრობო გუნდში მხოლოდ ორი მინისტრის ცვლილების შესახებ იცოდა, სახელმწიფო მმართველ სტრუქტურებში აზრთა თანხვედრას გამორიცხავს. „ჩვენ განვიხილეთ პრემიერ-მინისტრის არაერთი კანდიდატურა, არაერთი მინისტრის სახელი იყო დასახელებული, თუმცა მათ შორის არ ყოფილა თავდაცვის მინისტრი და როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მინისტრის ცვლილების შესახებ მედიიდან იგებს, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მმართველ სტრუქტურებში, რაიმე ტიპის ჰარმონიზაციაა. როდესაც პრეზიდენტმა სამი მინისტრის ცვლილების შესახებ გაიგო, ეს რა თქმა უნდა, მისთვის სიურპრიზი იქნებოდა, რომელიც ვერაფერ სიკეთეს მატებს ჩვენს ახალგაზრდა პრემიერს. უკეთეს შემთხვევაში, შეგვიძლია მას საკუთარი შეხედულების შემთხვევაში პრემიერთან კომუნიკაციის დამყარების კუთხით უუფლებობა მივუსამძიმროთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)