|
2017-10-15 18:39:49, 1896 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ბევრი პროექტია განსახორციელებელი და მე მაქვს თითოეული ახალგაზრდის იმედი ამ საქმეში
„თბილისი აუცილებლად უნდა გავხადოთ ქალაქი, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს დაინახავენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ახალგაზრდებს დღეს ვებპლატფორმა გააცნო, რომლის საშუალებით ისინი საკუთარი ხედვების თბილისის მერისთვის წარდგენას და განხილვის შემდეგ მათ განხორციელებას შეძლებენ. „მინდა წარმოგიდგინოთ პლატფორმა, რომელზეც მიდის მუშაობა და რომელსაც მალე დავასრულებთ. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ამ პლატფორმის საშუალებით წარმოადგინოთ თქვენი კონკრეტული ხედვები და გეგმები ქალაქთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტებს და ერთად შევძლებთ მათ განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ახალგაზრდებს ქალაქის განვითარების განსხვავებული ხედვა აქვთ და ის მზად არის მათთან თანამშრომლობისთვის. „როდესაც საარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობდით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომლებსაც ჰქონდათ იდეები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს ქალაქში. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩემი მზაობა თანამშრომლობისთვის, რათა ყველამ მივიღოთ მონაწილეობა და თითო აგური დავდოთ ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში. თქვენ იცით, რომ მართლაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი პროექტია განსახორციელებელი და მე მაქვს თითოეული ახალგაზრდის იმედი ამ საქმეში“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა ვებგვერდის გარდა, ახალგაზრდებს თბილისის განვითარების შვიდი პოლიტიკა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებას მერად არჩევის შემდეგ გეგმავს.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)