|
2017-10-15 14:47:06, 1921 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: ახალი კონსტიტუცია და მიწების ივანიშვილისთვის გადაცემა იყო ბოლო წვეთი, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ახალი კონსტიტუციის მიღება და მიწების ბიძინა ივანიშვილისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემა იყო ბოლო წვეთი, რამაც ქართველი ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. როგორც გოცირიძემ მეტრო „რუსთაველთან“ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მათი ამოცანაა, ქვეყანა კლანური მმართველობისგან გადაარჩინონ. „ივანიშვილმა იყიდა მთელი პარლამენტი, იყიდა კონსტიტუცია, ყიდულობს სიმბოლურ ფასდა მიწას და მისი სურვილია იყიდოს მთელი ქვეყანა. ჩვენი ამოცანაა, გადავარჩინოთ საქართველო კლანური მმართველობისგან. ბოლო წვეთი იყო კონსტიტუციის მიღება და თბილისის ასე უხეშად მითვისება, რომელმაც ხალხი გამოიყვანა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, მეტრო „რუსთაველთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი თბილისის საკრებულოს 10 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)