|
2015-05-01 15:23:43, 456 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე: კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ
„მან კონსტიტუციით მინიჭებული 1 კვირიანი ვადა გამოიყენა და ჩვენ რა თქმა უნდა კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ“, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს პრეზიდნეტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით განუცხადა. ამასთან, გიორგაძე მთავრობაში მორიგ ცვლილებებს არ ელოდება. „ყველა კანდიდატურა ძალიან ყურადღებით აწონილ–განსაზღვრულია და შესაბამისად, რაიმე ცვლილებას ამის მერე მე პირადად არ ველოდები“, – აღნიშნა გიორგაძემ. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)