|
2015-05-01 14:26:56, 421 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში მონიტორინგს იწყებს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში მონიტორინგის პროცესს იწყებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მონიტორინგი თავდაპირველად აჭარის რეგიონიდან დაიწყება და სხვა რეგიონებში უწყვეტად გაგრძელდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მიერ, შემოღებულმა ახალმა რეფერირების სისტემამ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის #36-ე დადგენილების ფარგლებში სერვისების გადაწყობას ითვალისწინებს, ზოგიერთ შემთხვევაში კითხვები გააჩინა პაციენტთა შორის. კერძოდ, აჭარის მაღალმთიან რაიონებში დაბნეულობა გამოიწვია შეთავაზებამ, რეფერირების ფარგლებში, უფრო მაღალი მომსახურების მიღების მიზნით, პაციენტთა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ. გარდა ამისა, მედია-საშუალებებთან პაციენტთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში მკურნალობის ანაზღაურება მოსთხოვეს. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მსგავსი ფაქტების შესახებ არავის უცნობებია. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ევექსი" სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით აგრძელებს საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციართა მომსახურებას. „კლინიკები ვალდებულნი არიან, 7 წლის ვადით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები შესთავაზოს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ეტაპზე, „ევექსი" საყოველთაო ჯანდაცვის არცერთი კომპონენტის დატოვებას არ გეგმავს.გაგრძელდება როგორც ამბულატორიული,ისე სტაციონარული მომსახურება. სავარაუდოდ, გაუგებრობა ადგილობრივ დონეზე სერვისების გადაწყობის წარუმატებელმა მცდელობამ გამოიწვია. იმისთვის რომ გადამოწმდეს-რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ბენეფიციარების მხრიდან მომსახურებაში თანხის გადახდას,ასევე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი და დაცული იყოს პაციენტების უფლებები და მათი სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს მონიტორინგის პროცესს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში. თავდაპირველად, მონიტორინგი აჭარის რეგიონიდან დაიწყება და ის უწყვეტად გაგრძელდება სხვა რეგიონებში“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი 2015 წლის 4 მაისიდან დაიწყება. ასევე ვაზუსტებთ,რომ საერთოდ არ განიხილება აჭარაში კორპორაცია „ევექსის" სხვა კომპანიით ჩანაცვლების საკითხი .
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)