|
2017-10-13 16:26:42, 1916 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება
„კენჭისყრის შემდეგ, დღეს, ჩვენი გადაწყვეტილებით, კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას უნდოდა თავისთვის, ყველა წინა ხელისუფლება ირგებდა მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე, ხალხს დაუბრუნდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. „თან დაუბრუნდება ისე, რომ აღარასოდეს საქართველოში ეს აღარ იქნება პრობლემა“,-აღნიშნა თალაკვაძემ და დასძინა, რომ კონსტიტუცია, რომელსაც დღეს დაამტკიცებენ, 3 მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს. „ პირველი ესაა ხალხის მხარდაჭერა, რადგან ის ჩვენ შევათანხმეთ საზოგადოებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მას აქვს პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერა და მას აქვს ვენეციის კომისიის მხარდაჭერა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)