|
2017-10-13 15:59:33, 1920 ნახვა
კომენტარი
ძიძიგური: გოცირიძეს სააკაშვილის პასპორტზე დავაფიცებდი, მართლა ფიქრობს, რომ მას+სერვანტესი 2 იქნება?!
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრი ზვიად ძიძიგური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ რომან გოცირიძეს ურჩევს, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ. ძიძიგური გოცირიძის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი სინამდვილეში ერთპარტიულია და არავითარი 5 პარტიის მხარდაჭერა მას არ აქვს. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით „ქართული ოცნების“ გარდა წარმოდგენილია 4 პარტია - „სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „საქართველოს მწვანეთა პარტია“, „ პოლიტიკური გაერთიანება - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". რომან გოცირიძის თქმით, „ქუჩაში მიმავალი სერვანტესი და მის გვერდით მიმავალი 5 პარტიის თავმჯდომარე, თუ წევრი, 5 არ არის“. „ესაა დოკუმენტი, რომელსაც არ ჰყავს მხარდამჭერი, გარდა ერთადერთი პარტიისა, რომლებიც დღეს გვიმტკიცებდნენ, რომ თურმე არა ერთი, 5 ყოფილან. 1+1 არ არის ყოველთვის 2.მათემატიკურად კიარა, თუ გურამ დოჩანაშვილს დავესესხებით, როდესაც ის ამბობდა, რომ ქუჩაში მიმავალი ერთი კაცი და ის ერთი თუ სერვანტესია, მას დამატებული მეორე, არ იქნება უკვე ორი. ქუჩაში მიმავალი სერვანტესი და მის გვერდით მიმავალი მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე, მის გვერდით მიმავალი მრეწველთა პარტიის თავმჯდომარე და ყველა 5 პარტიის თავმჯდომარე, თუ წევრი, არ არის 5, არის ერთი პარტია. ერთი ადამიანის მორჩილი პარტია და იმ ადამიანის მიერ შექმნილი კონსტიტუციის დამკანონებელი თქვენი პულტების სახით“,-განაცხადა რომან გოცირიძემ. ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ერთმანეთის შეურაცხყოფა კვალიფიკაციის მაჩვენებელი არაა: „ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფებს არ მიმაჩნია, რომ ეს არის კვალიფიკაციის მაჩვენებელი. გამოდის აქ ჩემი კოლეგა რომან გოცირიძე- სერვანტესს რომ მიუმატო ძიძიგური, არ იქნება ორი, გოცირიძეს თუ მიუმატებ ხომ იქნება ორი არა?! როგორ შეიძლება ასე საკითხის დაყენება, როგორ შეიძლება ასე დაამცირო შენი საკუთარი კოლეგა. არ არის ეს სწორი. სამწუხაროდ, აქ არ არის, თორემ დავაფიცებდი, მართლა ფიქრობს, რომ გოცირიძეს +სერვანტესი ორი იქნება?! თუ ასე ფიქრობს, სააკაშვილის პასპორტზე დავაფიცებდი, მართალია თუ არა, ან მის მოქალაქეობაზე. საერთოდ მე მრცხვენია, არ მიხარია ის რა მდგომარეობაშიცაა, 9 წელი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ნამდვილად მრცხვენია, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც 9 წელი იყო ამ ქვეყნის ლიდერი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას წიხლი კრა“,-აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)