|
2015-05-01 13:38:57, 446 ნახვა
პოლიტიკა
გვენეტაძე: კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩემთვის საამაყო განაცხადი იყო
„უზენაესი სსამართოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან საამაყო განაცხადი იყო“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას სთხოვა, უზენაეს სასამართლოს თანადგომა შემდეგ წლებშიც არ მოაკლონ. „ძალიან საამაყო განაცხადი იყო ჩემთვის, პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერა კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობაა და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ მხარდაჭერა დავიმსახურეთ. მინდა ვთხოვოთ პრეზიდენტს, მის ადმინისტრაციას, რომ არ მოგვაკლონ ზრუნვა და თანადგომა სამომავლო საქმიანობაში შემდეგ წლებშიც და ის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელიც ამ ეტაპზე საერთო სასამართლოების სისტემას და ვფიქრობთ უნდა განვახორციელოთ, ეს არის ელექტრონული საქმის წარმოების წესზე გადასვლა“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნინო გვენეტაძის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - მზია თოდუასა და ეკა გასიტაშვილს მხარი დაუჭირა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)