|
2017-10-13 12:07:37, 1865 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: ეს არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს შანსი, ახალი ტიპის პოლიტიკური ერთობა შექმნას. როგორც დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარდგენისას აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან არის მცდელობა, „ქართული ოცნების“ მიერ, ერთპარტიულად მიღებულ კონსტიტუციას, მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერის ელფერი შესძინოს. ამიტომ, დოლიძის განმარტებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მხარდაჭერის შემთხვევაში, კონსტიტუცია ერთპარტიული კუთვნილებიდან , მთელი პოლიტიკური სპექტრის, საქართველოს ამომრჩევლების კონსტიტუციად გადაიქცევა: „დღევანდელი დღე უპრეცედენტო და ისტორიული შემთხვევაა , ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის დოკუმენტი. შეიძლება ითქვას, ამ მოტივირებულ შენიშვნებს ჰყავს ორი მშობელი, ერთი არის „ქართული ოცნება“, რომლის მიერ ინიცირებული, შექმნილი ან, ან საერთაშორისო ვალდებულებად აღებული საკითხი არის ის პირველი 5 საკითხი, რომელიც გამოყენებულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში, მეორე ესაა ჩვენი ოპოზიციურ პარტიათა სპექტრი, რომლებიც მრავალსაათიანი შეხვედრების, დებატის, მუშაობის, ხანდახან ცხარე კამათის შედეგად შეთანხმდნენ, რომ იმისათვის, რომ წინამდებარე დოკუმენტს, საქართველოს კონსტიტუციას შესძინონ თანხმობის დოკუმენტის ელფერი, ის გადაარჩინონ ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსს, შეუერთდნენ კონსენსუსის დოკუმენტს. ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო. პრეზიდენტი გვთავაზობს, მისი მოტივირებული შენიშვნები გამოყენებული იყოს, როგორც საშუალება, რომ კონსტიტუციის პროექტს მინიმალური თანხმობის ხასიათი მაინც ჰქონდეს. არის მცდელობა იმ კონსტიტუციას, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, მინიმალურად მაინც შეეძინოს მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა. მოტივირებული შენიშვნების მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს ისტორიული ვითარება იძლევა შანსს, რომ ერთპარტიული კუთვნილებიდან , კონსტიტუცია გადაიქცეს მთელი პოლიტიკური სპექტრის და საქართველოს ამომრჩევლების კონსტიტუციად. ეს გადაწყვეტილება მართლაც ისტორიულ საფეხურზე გადაიყვანს ჩვენს სახელწმიფოს“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)