|
2017-10-12 19:08:24, 2030 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე აბაშიშვილის განცხადებაზე: ოპონენტებს ვთხოვ, ამისგან ქარიშხალს ნუ შექმნიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „სანამ კომიტეტის სხდომა დაიწყებოდა, საუბარი მქონდა გიორგი აბაშიშვილთან. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ფორმალური თვალსაზრისით ეს შეიძლება გარკვეულ იურიდიულ პრობლემას წარმოადგენდეს, მაგრამ პრეზიდენტის სივრცე არის პრეზიდენტის და ვისაც უნდა იმას შეუშვებს. ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგექმნებათ. ამიტომ, ვთხოვ ყველა ოპონენტს, ნუ შექმნიან ამისგან ქარიშხალს. პრობლემა არ იქნება. ამასთან დაკავშირებით ახალ სპეკულაციებს გთხოვთ, თავი დავანებოთ, ჯერ გავარკვიოთ რა ხდება და მერე გავაკეთოთ განცხადება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, მათ პარლამენტიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ხვალ ქუთაისში პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არ შეუშვებენ. აბაშიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)