|
2017-10-12 18:19:12, 2127 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ანა დოლიძეს: თქვენ დღეს ვერც ერთი იურიდიული არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეთ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მომხსენებელმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ საკითხის ირგვლივ ვერც ერთი იურიდიული არგუმენტი ვერ დაასახელა. მდინარაძის შეფასებით, დოლიძე ზოგადი პოლიტიკური ფრაზებით შემოიფარგლა: „ქალბატონო, ანა, თქვენ არ გითქვამთ არც ერთი იურიდიული არგუმენტი, ალბათ, მოგეხსენებათ კარგად ამ ყველაფერს რასაც განვიხილავთ, მათ შორის ვეტოს, კონსტიტუციურ ნორმებს, არ აქვს მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი, ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული მდგენელიც გააჩნია. არც ერთი იურიდიული არგუმენტი თქვენ დღეს არ წარმოგიდგენიათ ჩვენს წინაშე. შემოიფარგლეთ მხოლოდ ზოგადი, პოლიტიკური ფრაზებით. ამასობაში წამოგცდათ-ჩვენი 20 პარტია, მართალი ბრძანდებით- თქვენი 20 პარტია“,-აღნიშნა მდინარაძემ და დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, რა კავშირშია ორპალატიანი პარლამენტის თემა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან. „ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში არ არის ორპალატიანზე საუბარი, აღწერილობით ნაწილში იმსჯელა ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შესაძლებლობის დადებით მხარეებზე, მაგრამ ამაზე საქართველოს გააჩნია პრინციპული პოზიცია ორპალატიანი პარლამენტი იქნება მას შემდეგ, რაც გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა. რა შუაში იყო ამ არგუმენტის დაკავშირება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)