|
2017-10-12 13:45:33, 1966 ნახვა
საზოგადოება
1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, პრეზიდენტმა მოქალაქეობა 79 ფერეიდნელ ქართველს მიანიჭა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის 2013-2017 წლების ანგარიშის თანახმად, კომისიის საქმიანობის პრაქტიკამ გამოკვეთა ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ პირისათვის მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია. „ეს გარემოებები, როგორც წესი, უკავშირდება საქართველოს ისტორიას, მათ შორის უახლეს წარსულში განვითარებულ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს. მაგალითისათვის, კანონით განსაზღვრული სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას სახელმწიფო ინტერსად მიიჩნევს იმ პირებისათვის, რომლებიც: გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და იქ დაფუძნდნენ (ძირითადად, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში), მაგრამ ბოლო პერიოდში სამშობლოში დაბრუნებისა და აქ დამკვიდრების სურვილს გამოთქვამენ; საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან წავიდნენ და თავი საზღვარგარეთ შეაფარეს, დღეს კი ბრუნდებიან სამშობლოში; წინა პუნქტში მოხსენიებული პირების ოჯახის წევრები არიან და შესაძლოა, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადნენ; ეთნიკური აფხაზები ანოსები არიან და სურთდაუბრუნდნენ საქართველოს სამართლებრივ სივრცეს; ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ; უცხოელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდნენ, ჰყავთ საქართველოს მოქალაქე შვილები; მათთვის საქართველოს მოქალაქეობა ოჯახის ერთიანობისა და ურღვევობის ხელშემწყობი ფაქტორია, ხოლო წარმომავლობის ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნება კი მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს; უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ, მუშაობენ, ფლობენ ქონებას, ასევე იციან ქართული ენა ან/და მათ მიერ საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია; უცხოელი სპორტსმენები, მეცნიერები ანდა ხელოვნების მუშაკები, რომელთაც საქართველოს სახელით უნდა იასპარეზონ ან იმოღვაწეონ; და სხვ“,-ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა 79 ფერეიდნელ ქართველს მიანიჭა.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)