02:54 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:45:51, 1962 ნახვა

საზოგადოება
ცნობილი რეპორტიორები და ტელეწამყვანები პრაქტიკული ჟურნალისტიკის მასტერკლასს იწყებენ!

25 ოქტომბრიდან NEW MEDIA GEORGIA პრაქტიკული ჟურნალისტიკის მორიგ მასტერკლასს იწყებს.

კურსის ხელმძღვანელები ჟურნალისტები და ტელეწამყვანები, თორნიკე კვერენჩხილაძე და ნუცა კოპალიანი იქნებიან.

კურსი 12 მასტერკლასისგან შედგება. თვენახევრის განმავლობაში თქვენ  მოქმედ ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს შეხვდებით. ისწავლით სიუჟეტის კეთებას. პირდაპირ ჩართვებს. გაეცნობით ყველა იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც ჟურნალისტები ტელევიზიაში მუშაობისას იყენებენ. გამოცდილებას გაგიზიარებენ ის რეპორტიორები და საინფორმაციო გამოშვების ის წამყვანები, რომლებსაც ყოველდღიურად  ხედავთ ეკრანებზე. ისწავლით მათ შეცდომებზე. NEW MEDIA GEORGIA  ეს არის პრაქტიკული  ჟურნალისტიკის კურსი. ეს არ არის უნივერსიტეტი. აქ არ წერენ ნიშნებს. არც მოძველებული წესებით მოგაბეზრებენ თავს. NEW MEDIA GEORGIA გაძლევთ შანსს ისწავლოთ ის, რაც რეალურად გამოგადგებათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. NEW MEDIA GEORGIA-ს მასტერკლასის თითქმის ყველა მონაწილე ახლა ტელევიზიებშია გადანაწილებული. პარალელურად დაიწყო ტელეოპერატორობითა და ფოტორეპორტინგით დაინტერესებული ახალგაზრდების მიღებაც.  ნუ გაუშვებ შანსს! დარეგისტრირდი დღესვე!

სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe3tfea8PdhJNVOfmZeiFsf8gGWeUEv59Rbh9p0joeXrmzDUw/viewform

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics