|
2017-10-12 12:10:53, 2369 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში გამოკითხვაზე დეკანოზ მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი დაიბარეს
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე, რომელიც დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს ადვოკატირებას უწევს, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ეკა ლომიძემ ინფორმაცია მედიას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და დანარჩენ ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა. ეკა ლომიძეც აპირებს, რომ კოლეგების მსგავსად მოიქცეს. კერძოდ, პროკურატურაში გამოცხადდება, თუმცა ჩვენებას არ მისცეს. „კოლეგების მსგავსი იქნება ჩემი გადაწყვეტილება. კარგად ვიცი, რისი უფლება მაქვს. მიცავს და ამავე დროს მავალდებულებს კანონი, დავიცვა კონფიდენციალურობა. ინფორმაცია მაქვს თუ არ მაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, არ მაქვს უფლება, მივცე ჩვენება“,-განაცხადა ეკა ლომიძემ და დასძინა, რომ პროკურატურის განცხადება იმის თაობაზე, რომ ადვოკატები სასამართლოს მეშვეობით გამოიკითხონ, უკანონო და დაუსაბუთებელია. ლომიძე დედაქალაქის პროკურატურაში ხვალ, 11:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდოამრე ზაზა ხატიაშვილთან ერთად მივა. შეგახსენებთ, პროკურატურამ, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო. „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)