02:54 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 10:32:35, 2102 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე: ქართულმა კინემატოგრაფმა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებით უმძიმესი დანაკლისი განიცადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიზე მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის. 

"ქართულმა კინემატოგრაფმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა - ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის. ლიკა ქავჟარაძემ დატოვა ყველაზე მთავარი მსახიობისთვის - მისი შექმნილი სახეები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიასა და კინომოყვარულთა ყველა თაობის მეხსიერებაში. გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics