|
2017-10-11 11:24:08, 1896 ნახვა
სამართალი
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, მუქარაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, დ.გ.-მ ქ. თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ქ.ტ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ.გ.-ს ქმედების შედეგად ქ.ტ.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. სამართალდამცველებმა დ.გ. 2017 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 111-151-ე მუხლით (მუქარა) და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)