|
2017-10-11 11:02:26, 1919 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, წითელ ჯვარს მიმართონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კიდევ 25-მა ოჯახმა ომის შედეგად დაკარგული ახლობლის ადგილსამყოფელი შეიტყო და ეს რიცხვი საერთო ჯამში 135 ოჯახამდე გაიზარდა. პრემიერი მიმართავს ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია 1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც წყაროს კონფიდენციალურობას იცავს: „1992-93 წლების და 2008 წლის ომის შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული და დღემდე ნათესავები ელოდებიან მათ საყვარელ ადამიანებს, არ იციან მათი ადგილსამყოფელის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლიდან დღემდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა ის, რომ 101-მა ოჯახმა გაიგო ახლობლის ადგილსამყოფელის შესახებ. დღეს უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ ამ რიცხვს შეემატა 25 ოჯახი. ამიტომ, მინდა ვთხოვო, მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვისაც გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, ეს ინფორმაცია მიაწოდონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, მათი ოფისია მოსაშვილის #24-ში, თბილისში. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სრული უფლება, რომ შეინახოს, დაიცვას ინფორმაციისა და წყაროს კონფიდენციალურობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი დაკარგულის შესახებ, იქნება ეს აფხაზი, ოსი, თუ ქართველი, საქართველოს ნებისმიერი დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მიაწოდოთ ის ამ ორგანიზაციას”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)