|
2015-05-01 10:15:48, 347 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა მინდია ჯანელიძეს უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება შესთავაზა
„ბატონ მინდია ჯანელიძეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება შევთავაზე“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე მინისტრების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული სფერო უნდა ჩაიბაროს იმ ადამიანმა, რომელმაც კარგად იცის ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. „ბატონ მინდია ჯანელიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება შევთავაზე. ეს საბჭო გახლავთ ჩემი სათათბირო ორგანო, რომელიც მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ის უნდა ჩაიბაროს ადამიანმა, რომელმაც ეს სფერო ძალიან კარგად იცის. ბატონი დავით სუჯაშვილი, რომელიც დღემდე იყო ამავდროულად სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, იგი დაუბრუნდება თავის საქმიანოაბს, ანუ გააგრძელებს მოღვაწეობას დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“,-განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მინდია ჯანელიძეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის. „იგი არის ნამდვილად მაღალი დონის პროფესიონალი, ღირსეული პატრიოტი და ნამდვილი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის“,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)