|
2017-10-10 15:03:07, 2624 ნახვა
კომენტარი
მამუკა ახვლედიანი: საკრებულოს თავმჯდომარემ კანონი უხეშად დაარღვია
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა უხეშად დაარღვია კანონი, როდესაც მან პარლამენტის დეპუტატები საკრებულოში სხდომაზე დასასწრებად არ შეუშვა. ამასთან, ახვლედიანის თქმით, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გუშინ წერილობით მიმართეს საკრებულოს, რომ სათათბირო ხმის უფლების გამოყენებით,მონაწილეობა მიეღოთ დღევანდელ სხდომაში. ახვლედიანი ამ წუთებში საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტშია შესული და მას, როგორც თავად აღნიშნა, პირადად ჰკითხავს, რატომ არღვევს კანონს. „საკრებულოს უნდა, დღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღოს და ბოლო კოჭი გაუგოროს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ბოლო ხარკი, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობა უხდის ბიძინა ივანიშვილს. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე უხეშად არღვევს კანონს. პარლამენტის წევრს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა სხდომაში. პარლამენტის დეპუტატები არ შემოუშვეს, ეს არის კანონის უხეში დარღვევა. თქვენ ხედავთ, რომ მთელი პოლიცია საკრებულოშია მობილიზებული. ყველა გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიღებული იქნება კანონის უხეში დარღვევით. ჩვენ ახლა ყველა ერთად წავიდეთ და საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხოთ, რატომ არღვევს კანონს და არ უშვებს პარლამენტის დეპუტატებს სხდომაზე“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. მედიის წარმომადგენლები და კამერები საკრებულოს თავმჯდომარესთან არ შეუშვეს. გიორგი ალიბეგაშვილს მხოლოდ ევროპული საქართველოს წევრები ესაუბრებიან. როგორც ცნობილი გახდა, მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარე მედიასთან კომენტარს გააკეთებს.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)