|
2017-10-10 13:17:47, 1984 ნახვა
კომენტარი
საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და ჟურნალისტები დაესწრებიან
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიეგაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. როგორც ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ასეთი გადაწყვეტილება მათ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს. „ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილნი არიან იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომის ჩაშლის მცდელობამ და მერიასთან განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართლადამცველების შეურაცხყოფა და ამავე დროს ინფრასტრუქტურის დაზიანება. აქედან გამომდინარე, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. კანონის დარღვევის საშუალებას არავის მივცემთ, რეგლამენტი უნდა განხორციელდეს. ჟურნალისტებს კი მოგმართავთ, როდესაც დაესწრებით წარდგენილი საკითხების განხილვას, ბუნებრივია, ჩვენი თხოვნა იქნება, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)