|
2017-10-10 12:44:12, 1949 ნახვა
კომენტარი
სენატორი ჯეიმს რიში: საქართველო ნატოს წევრი გახდება
ამერიკის სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრის, სენატორ ჯეიმს რიშის განცხადებით, ნატოს კარი ღიაა და საქართველო ნატოს წევრი გახდება, როცა ამისთვის მზად იქნება, - ამის შესახებ სენატორმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც სენატორმა აღნიშნა, დემოკრატიის აშენება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც მოთმინება და ყველა მხარის ხედვის გათვალისწინება სჭირდება. ამასთან, სენატორი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. "კარი ღიაა, მაგრამ შესვლამდე აუცილებელია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მე ამას 100 პროცენტით ვუჭერ მხარს. კრიტერიუმები დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობას, თავდაცვაზე დანახარჯებს უკავშირდება. საქართველო წინ მიიწევს. საქართველოსთან დიდი ხანია დიალოგი გვაქვს ნატოში გაწევრიანებაზე და საქართველო ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე მუშაობს. ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს, თუმცა წევრობის კრიტერიუმებს ბოლომდე ჯერ ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ერთ დღეს, როცა ამას გააკეთებენ, ისინი ნატოს წევრი გახდებიან", - განაცხადა რიშიმ. მან ასევე კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზეც ისაუბრა. "ახალ კონსტიტუციას რაც შეეხება, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც ორი დომინანტური პოლიტიკური ძალაა, ძალიან მნიშვნელოვანია მხარეები დასხდნენ და კომპრომისის გამოყენებით მივიდნენ საბოლოო შეთანხმებამდე იმაზე, თუ როგორი ფორმით სურთ ქვეყნის მართვა. ამერიკაში ასეთ საკითხებს ამ მეთოდით ვართმევთ თავს. ეს საკმაოდ რთული და დაძაბული პროცესია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ეძლევა საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს ცვლილებების დანერგვაში", - განაცხადა სენატორმა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)