|
2015-05-01 07:31:44, 1413 ნახვა
სამხედრო
მარგველაშვილი:გპირდებით, მუდმივად ვიქნები თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად საქართველოს თავდაცვისნურიანობას გავაძლიერებ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო. უმაღლესმა მთავარსარდალმა შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მთელ საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. „მუდმივად ვიქნები თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად მუდმივად გავაძლიერებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობას,- ასე მიმართასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. "შეიარაღებულმა ძალებმა გაიარა ისეთი სკოლა, ისეთი წვრთნა და აქვს ისეთი მორალური მდგრადობა, რომ ნებისმიერ მომხდურს, რაც არუნდა ძლიერი სახელმწიფო იყოს ის, დააფიქრებს, რამდენად ღირს საქართველოს ინტერესების შელახვა. ეს მიღწეულია იმ ხალხის მიერ,ვინც დღესაც იცავს საქართველოს მოსახლეობის მშვიდ ძილს. ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებით, მაგრამ თითოეული ჯარისკაცი ემსახურებოდა და ემსახურება მთავარს – ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველხალხს. ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც დაეცა ბრძოლის ველზე, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ ქედს ვიხრი ასევე იმადამიანების წინაშე, რომლებმაც საქართველოს ძლიერებასა და დამოუკიდებლობას წლები შესწირეს. გპირდებით, მუდმივად ვიქნები თქვენსგვერდით და თქვენთან ერთად მუდმივად გავაძლიერებ საქართველოს თავდაცვისნურიანობას და იმ მტკიცე იმედს, რომელიც იცავსსაქართველოს მომავალს. დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას", - მიმართა უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით შეიარაღებული ძალები 24 წლის წინ შეიქმნა, მაშინ როდესაც იქმნებოდა და სახეს იღებდა ახალიქართული სახელმწიფო. "ამ დროს შეიქმნა ფარი, რომელიც დაიცავდა საქართველოს საზოგადოებას და მისცემდა საზოგადოებასშესაძლებლობას, რომ განვითარებულიყო და დამოუკიდებელი გამხდარიყო. მაშინ პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული ადამიანებიმიდიოდნენ შეიარაღებულ ძალებში, რომ დაეცვათ ისტორიული სამართლიანობა საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ბევრმა ადამიანმა თავი შესწირა სახელმწიფოს, რომელსაც დღეს ვაშენებთ, ეს 24 წელი არ იყო იოლი, მაგრამ დღეს გვყავს არმია, რომელიარმიაც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, შეიარაღებული ძალების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)