12:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 15:16:12, 1817 ნახვა

საზოგადოება
ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისთვის  6 მიმღები პუნქტია გახსნილი. 
უწყების ცნობით, 12 კომპანია უკვე რაჭაშია და მზად არის გადაამუშაოს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ყურძნის მოსავალი.
ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.
წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.
დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე სუბსიდია გაიცემა 2 ლარი. 
ამასთან ერთად, რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში.
 9 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 111,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 130 მლნ ლარს მიაღწია. 
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.


(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics