|
2017-10-09 14:46:48, 1980 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: უნდა ვეცადოთ, ყველამ ერთად გამოვასწოროთ კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო დაფუძნებული იქნება, იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს კონსტიტუცია. როგორც დოლიძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ მიღებულ დოკუმენტს ხარვეზები გააჩნია და ის "შესწორებას იმსახურებს". "უნდა შევასწოროთ დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ხარვეზებს. უნდა ვეცადოთ, რომ ყველამ ერთად გამოვასწოროთ არსებული ხარვეზები. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტოსთან დაკავშირებით, დაფუძნებული იქნება, სწორედ ამ მოტივაციაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ის დოკუმენტი რომელიც იქნება ყველასი და რომელიც უნდა იყოს მთელი ერის, მთელი პოლიტიკური სპექტრის და არა მხოლოდ ერთი პარტიის", - განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტის სასახლეში 18:00 საათზე გიორგი მარგველაშვილი განცხადებას გააკეთებს. განცხადება სავარაუდოდ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს შეეხება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტები საბოლოო, მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)