|
2017-10-09 11:12:36, 1857 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ახალქალაქში კარტოფილის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალქალაქში კარტოფილის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. უწყების ცნობით, წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს. საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია. წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია. ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2–ჯერ გაზარდა. სოფლის მეურნეობის მინისტმა სამცხე–ჯავახეთში აგროკრედიტით მოსარგებლე ფერმერებიც მოინახულა. ლევან დავითაშვილმა, რეგიონის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ახალქალაქის რაიონში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაფართოვდა. ი/მ სერიოჟა ეზოიანის პროდუქციის შემნახველ მეურნეობაში წლიურად 600 ტონა კარტოფილი და 200 ტონა მარცვლეული კულტურის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში 20 ადგილობრივი მოსახლეა მუდმივად დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რიცხვი 50 ადამიანით იზრდება. აღნიშნული საწარმო 2015 წელს გაფართოვდა. კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 210 000 ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 80 000 ლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს. სოფლის მეურნეობის მინისტრი, ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ’’ხუთი ვარსკვლავი’’ წევრებსაც შეხვდა და მოსავლის ხარისხით დაინტერესდა. კოოპერატივმა სახელმწიფო სტატუსი 2014 წელს მიიღო და 12 მეპაიეს აერთიანებს. კოოპერატივს აქვს სასაწყობე მეურნეობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თავმჯდომარის ეღიზარ აღაჯანიანის განცხადებით, ორგანიზაციამ „მერსი ქორპსი“ (Mercy Corps) ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, 2015 წელს კოოპერატივს E კლასის კარტოფილის თესლი და სასუქი გადასცა. გრანტის თანხამ 15,500 ევრო შეადგინა. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)