|
2015-04-30 17:34:29, 815 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ ხაბაძემ აჭარაში მოღვაწე წარმატებული ბიზნესმენები დააჯილდოვა
სასტუმრო შერატონის საკონფერენციო დარბაზში აჭარის წარმატებულ ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სტუმრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიესალმა და დააჯილდოვა ფირმები, რომლებმაც 2014 წლის წარმატებული საინვესტიციო პროექტები განახორციელეს. ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია თავამაიშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ბერძენიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამაზ თურმანიძემ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ. ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული საწარმოები, სხვადასხვა დარგის ბიზნესმენები, ტურიზმისა და სასტუმრო საქმიანობაში წარმატებული ადამიანები, ექსპორტიორები და ინვესტორები, ბიზნეს გაერთიანებები და სატრანსპორტო კომპანიები. ასევე, დაჯილდოვებაზე გამოვლინდნენ წარმატებული ქალი ბიზნესმენები. "ეს ის ბიზნესმენებია, რომლებიც აჭარაში მოღვაწეობენ და დასაქმებასა და ბიუჯეტის ზრდას უწყობენ ხელს. დაჯილდოება კი არის მოტივაცია, რომ ბიზნესმა საქმე აკეთოს. მას ვისაც დამსახურება აქვს უნდა გადავცეთ პრიზები და დავაჯილდოვოთ. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დაჯილდოვება მისასალმებელი ფაქტია და ბიზნესმენების მხრიდანაც არის შესაბამისი რეაქცია. ამას ტრადიციული ხასიათი უნდა მიეცეს და გაჯანსაღდეს სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში გვაქვს მატება. ბოლო 2 წლის განმავლობაში 45 მილიონით გაიზარდა შემოსავლები. ეს გულისხმობს, რომ ბიზნესი ვითადება, დასაქმება იზრდება და ამაში ბიზნესმენთა წვლილი ძალიან დიდია“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)