10:34 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:45:52, 2103 ნახვა

მსოფლიო
სტივენ პედოკი, რომელმაც ლას-ვეგასში თავდასხმა მოაწყო, მასობრივ მკვლელობას სექტემბერშიც გეგმავდა

ლას-ვეგასელი თავდამსხმელი სტივენ პედოკი მასობრივ მკვლელობას სავარაუდოდ ჯერ კიდევ სექტემბერში გეგმავდა, - ამის შესახებ The Daily Beast სანდრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პედოკს თავდასხმის განხორციელება მუსიკალურ ფესტივალ Life Is Beautiful-ზე უნდოდა.

მედიის ცნობით, სექტემბერში პედოკმა ბინა იმ შენობაში იქირავა, რომლის ფანჯრებიც ამ ფესტივალის მოედანზე გადიოდა. უცნობია, რატომ გადაიფიქრა მკვლელმა ამ გეგმის განხორციელება. ერთ-ერთი ვერსიით, მას ნერვებმა უმტყუნა ან უბრალოდ გეგმები შეეცვალა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე სროლა იყო, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა, 527 კი, დაშავდა. 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრიდან ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინა. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების თქმით, პედოკი მათი "ჯარისკაცია", რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდა. თუმცა, პოლიცია ამ ინფომრაციას არ ადასტურებს, პედოკსა და ტერორისტებს შორის კავშირის არ არსებობის გამო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics