|
2017-10-04 11:35:53, 1770 ნახვა
საზოგადოება
N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
სასჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთად ხორციელდება და მიზნად საკუთარი უფლებების შესახებ ბავშვების ინფორმირებულობის დონის გაზრდას ისახავს. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეხვდენენ და იმ უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მათ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში აქვთ. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიეღოთ. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნებს საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტებს წარმოადგენენ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ამოქმედდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით. თანამშრომლები გადამზადნენ, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ, მოქმედებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები და შესაბამისადაა გამართული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ასევე, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა დაინერგა. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)