|
2015-04-30 14:47:46, 371 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილმა პრაქტიკულად გადმოიღო წინა ხელისუფლებისგან ზეწოლის მახინჯი ფორმები
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უშიშროების სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური თვალთვალისთვის ძალიან გახშირებულია. როგორც ალასანიამ კამპანიის - "დიალოგი მოსახლეობასთან" ფარგლებში, კითხვებზე პასუხისას განაცხადა, მისი პარტიის ოფისებს 24-საათიან რეჟიმში უთვალთვალებენ. "სააკაშვილმა რაც გააკეთა, უკვე წარსულშია. რაც კარგი შეიქმნა, შენარჩუნებულია და ეს ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, მაგრამ იმის გამოსწორება, რაც ნეგატიური იყო, აუცილებელია. მე სწორედ ეს ერთ-ერთი პრეტენზია მაქვს ივანიშვილის ხელისუფლებასთან, რომ მან პრაქტიკულად გადმოიღო წინა ხელისუფლებისგან ზეწოლის მახინჯი ფორმები, როგორიცაა პროკურატურის, უშიშროების სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური თვალთვალისთვის და ეს ახლა ძალიან გახშირებულია. პრაქტიკულად ჩვენი ოფისების 24-სათიანი მონიტორინგი დაიწყეს. იმის იქით აღარ მიდიან, მაგრამ თავისთავად ეს არის საშინელება, რომ უშიშროების ოფიცრები მოწყვეტილი ჰყავთ თავისი ძირითადი საქმისგან და იხარჯება შრომა, ენერგია, რესურსი, ჩვენი ამომრჩევლების ფული. ეს არ შეიცვალა და სწორედ ამას საბოლოდ მოვუღებთ ბოლოს 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ამის პირობას მე ვდებ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)