|
2015-04-30 13:54:07, 767 ნახვა
ეკონომიკა
ვილჰელმ მოლტერერი: ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს რეფორმირების პროცესს ყოველთვის მხარს დაუჭერს
„ჩვენ საქართველოსადმი ყოველთვის გვქონდა ნათელი და მტკიცე მხარდაჭერა და ჩვენი მხადაჭერა ქვეყნის რეფორმების პროცესებისადმი ყოველთვის იქნება“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა თბილისში, ბანკის ოფისის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს ევროპული ოჯახისათვის მნიშვნელოვანი დღეა, ასევე ჩვენი ბანკისათვის და საქართველოსთვის. ჩვენ ვხსნით თბილისში ოფისს, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს. გარემო, სადაც ჩვენ ვმუშაობთ ევროპისათვის სტრატეგიული მნიშვენლობისაა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ თბილისი ოფისის გასახსნელად“, - განაცხადა მოლტერერმა. მისივე თქმით, საქართველომ ევროპასთან დაახლოების პროცესში მნიშვენლოვანი ნაბიჯები გადადგა. „საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ აქტიურ ევროპულ პროცესს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. ჩვენ დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ რეგიონში, განსაკუთრებით საქართველოში. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკა. საქართველოში ბევრი სფეროა, სადაც ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მეტი, ვიდრე ფული, რომ მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიძნესს, სოფლის მეურნეობას. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტექნიკური მხადაჭერა იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. ამასთან, ვილჰელმ მოლტერერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმების პროცესს ევროპის საინვესტიციო ბანკი ყოველთვის მხარს დაუჭერს.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)